
საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტროს
ს.ს.ი.პ
ეროვნული
სასწავლო
გეგმებისა
და
შეფასების
ცენტრის
რეცენზია
სახელმძღვანელო
(მოსწავლისა
და
მასწავლებლის
წიგნები)
შეესაბამება
ეროვნული
სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ
საგნის
სწავლების
მიზნებსა
და
საგნობრივ
პროგრამას, სწავლების
ორგანიზების
პრინციპებს. ის
საინტერესო
და
შემეცნებითია,
თავისი
ფორმატით
ხელს
უწყობს
მოსწავლეთა
არასტერეოტიპული
აზროვნების
გამომუშავებას.
სახელმძღვანელო
დაწერილია
თანამედროვე
სალიტერატურო
ენით.
სახელმძღვანელოში,
რომელშიც
ქრონოლოგიური
პრინციპი კარგადაა
შეხამებული
თემატურ პრინციპთან,
ისტორიული
განვითარების
პროცესის აღქმას
მოსწავლე
მოახდენს ერთიან
კონტექსტში.
იგი
გაეცნობა
როგორც
ყველა
ქვეყნის
საზოგადოებისთვის,
ასევე
საქართველოსთვის
დამახასიათებელ
საერთო
მოვლენებს.
სახელმძღვანელო
მოსწავლეს საშუალებას
აძლევს
გაიაზროს
კაცობრიობის
ისტორიის
საკვანძო საკითხები
— ომისა
და
მშვიდობის,
ადამიანის უფლებების,
კომუნიკაციისა
და
მიგრაციის
პრობლემები, კულტურისა
და
განათლების როლი
სხვადასხვა
ცივილიზაციაში.
მოზარდებისთვის
საინტერესოდ
არის
მიწოდებული
პოლიტიკური
კონფლიქტების
არსი
სხვადასხვა
ქვეყანაში,
მოყვანილია მათი
მშვიდობიანი
გზით
გადაჭრის
მაგალითები.
გასაგებად არის
დამუშავებული
სოციალურ-პოლიტიკური
საკითხები
(პოლიტიკური რეჟიმები,
ლიდერის
როლი
და
მნიშვნელობა).
აღნიშვნის ღირსია
ეთნოლოგიური
პასაჟები, რომელიც
სამხრეთი
კავკასიის ხალხებს
ეხება.
სახელმძღვანელო
ხელს
უწყობს
მოსწავლეებში
კრიტიკული
და
შემოქმედებითი
აზროვნების
განვითარებას.
მრავალფეროვანი
სავარჯიშოები
მოწოდებულია საიმისოდ,
რომ
სასწავლო პროცესი
აქტიურად
წარიმართოს,
მოსწავლეებს
გამოუმუშავდეთ
როგორც
ინდივიდუალური,
ასევე
ჯგუფური მუშაობის
ჩვევები,
შეეჩვიონ სკოლაში
ნასწავლის
ცხოვრებაში
გამოყენებას.
მასწავლებლის
წიგნში
შეტანილია მეთოდიკური
მითითებანი,
თითოეული თემის,
საკითხის
დასამუშავებლად
საჭირო
ან
სასურველი
რეკომენდაციები.
წარმოდგენილია
სხვადასხვა ტიპის
დავალებათა
შესრულების ნიმუშები,
რაც
პედაგოგს გამოადგება
სწავლების
ეფექტიანად
წარმართვისთვის.
თანდართული
ბიბლიოგრაფია
მასწავლებელს
დაეხმარება მისთვის
საჭირო
კონკრეტული მასალის
მოძიებაში.
მოწონებას
იმსახურებს
წიგნის
სტრუქტურული
გამართულობა
და
დიზაინი.
|
|
|