დაბადების დღის მისალოცი ეს პატარა საჩუქარი შეიცავს სიტყვებს, რომელთა თქმის სურვილი ადამიანისთვის ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლისას გვიჩნდება: იმხიარულე, იყავი ლაღი და თამამად ჩაები ცხოვრების ფერხულში! ყველაფერში ბოლომდე დაიხარჯე და კომპრომისზე ნუ წახვალ. ცხოვრება აქვე, ხელის გაწვდენაზეა და თუ ოცნების უნარი გაქვს, ესე იგი ამ ოცნების ახდენაც ძალგიძს. მაშ, ბედნიერი იყავი და ნამდვილი, სავსე ცხოვრებით იცხოვრე.