ეს პატარა კრებული მადლიერების ჟესტადაა ჩაფიქრებული იმ შემთხვევისთვის, როცა განსაკუთრებული ადამიანის – ნამდვილი მეგობრისადმი თქვენს დამოკიდებულებას ვერც ღია ბარათით გამოხატავთ და ვერც ძვირფასი საჩუქრით. ეს წიგნი კი მისთვის ყვავილების თაიგულზე გამძლე, შოკოლადზე ნაკლებად მსუყე, ბარათზე უფრო მეტყველი იქნება და მას დიდხანს, სათუთად შეინახავს.