ამ კრებულში კეთილი სურვილებია თავმოყრილი – სურვილები თქვენთვის ძვირფასი ადამიანისადმი, რომელიც თავის წილ ბედნიერებას იმსახურებს. იგი საუკეთესო საჩუქარია პიროვნებისთვის, რომლის ცხოვრებაშიც ახალი ფურცელი იშლება და რომლის მიმართ თქვენს სათქმელს ვერანაირი ბარათით ვერ გამოხატავთ. ეს კრებული კი მას მხნეობას შემატებს და ფიქრებს გაუხალისებს – ცხოვრების მძიმე დღეებშიც და ბედნიერებით სავსე წუთებშიც.