დაბრუნება მთავარ გვერდზე

 


 

ისტორია

 

მე-7 კლასი

 

მასწავლებლის წიგნი

 

გარკანი: რბილი

ფორმატი: 297X210 მმ

გვერდების რაოდენობა: 223

 

გრიფმინიჭებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ 2019 წელს.

 

მასწავლებლის წიგნი დაეხმარება პედაგოგებს იმ მიზნებს მიაღწიონ და იმ შედეგებზე გაიყვანონ მოსწავლეები, რომლებსაც მათგან ეროვნული სასწავლო გეგმა და ისტორიის წლიური პროგრამა ითხოვენ. გარდა ზოგადი მიმოხილვითი ნაწილისა და მეთოდური მითითებებისა, ჩვენი მასწავლებლის წიგნის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს წარმოადგენს თავები "სასწავლო თემების დაგეგმვა" და "მასალები მინი-ლექციებისა და დამატებითი აქტივობებისთვის".

თავში "სასწავლო თემების დაგეგმვა" გამოყოფილია თემატური ბიჯები, რომლებიც მოიცავს მოსწავლის წიგნის ერთ ან რამდენიმე გაკვეთილს. თითოეული ბიჯით განსაზვრულია, რა კონკრეტულ მიზნებს აღწევს პედაგოგი და რომელ საკვანძო შეკითხვებზე უნდა შეძლონ პასუხის გაცემა მოსწავლეებმა ბიჯში გაერთიანებული გაკვეთილების გაცნობისა და მათში არსებული დავალებების შესრულების შემდეგ. აქვე მოცემულია დამატებითი რესურსები პედაგოგებისთვის, ასევე დამატებითი აქტივობები და დავალებები, რომლებიც არ არის განთავსებული მოსწავლის წიგნში. 

 

მასწავლებლის წიგნის თავი "მასალები მინი-ლექციებისა და დამატებითი აქტივობებისთვის" წარმოადგენს საგაკვეთილო მასალების კრებულს. აქ წარმოდგენილია დამატებითი ტექსტები, წყაროები და სავარჯიშოები იმ ისტორიული მოვლენებისა და კულტურული ფენომენების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკაცობრიო ცივლიზაციის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალა ირიბად უკავშირდება სახელმძღვანელოს წლიური პროგრამით განსაზღვრულ კონკრეტულ მიზნებს, მის შესახებ მოსწავლეებთან საუბარი და საგაკვეთილო პროცესში ამ მასალების გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებისა და განსაკუთრებით ცნობისმოყვარე მოსწავლეების ინტერესის დაკმაყოფილებისთვის. ამ მასალების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლის წიგნის სარჩევში (იხილეთ შესაბამისი თავი).

 

ავტორი მზია სურგულაძე სახელმძღვანელოს შესახებ: