
სახელმძღვანელო შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-9
კლასისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს სამოქალაქო განათლებაში.
წიგნი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კვლევითი, ცოდნის აღმოჩენაზე ორიენტირებული
უნარების განვითარებას: ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულ ანალიზსა და
ინტერპრეტაციას.
გაკვეთილის მსვლელობისას შესასრულებელი სავარჯიშოები და პრაქტიკული სამუშაოები
უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას – უნარების განვითარება ხდება უშუალოდ
ცოდნის მიღებისა და მასალის გაგების პროცესში.
გაკვეთილებს ახლავს ლექსიკონი უცხო სიტყვათა განმარტებებით, სახელმძღვანელოს ბოლოს
კი წარმოდგენილია ტერმინთა საძიებელი.
|
|
|