დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

ვისწავლოთ ხატვა

100–ზე მეტი მაგალითის შემცველი გზამკვლევი
ხატვის ნაბიჯ–ნაბიჯ შესასწავლად

ფასი: 9.90 ლარი

ყდა: რბილი

ფორმატი: 226X267

გვერდების რაოდენობა: 96

ხატვის სწავლა შეიძლება გაცილებით იოლი და სახალისო აღმოჩნდეს, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. საამისოდ, სულ მცირე, უნდა მივყვეთ იმ ძირითად მითითებებს, რომლებიც ამ წიგნშია მოცემული. ყველა ასაკის ბიჭები და გოგონები აღმოაჩენენ, რომ გარემომცველი სამყაროს ასახვა მათ შეუძლიათ უბრალო რამით ძირითადი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დაიწყონ. წიგნში მოცემულია სხვადასხვა სირთულის ხატვის წესები, რომლებიც თითოეულ ბავშვს შეუძლია თავისი უნარების შესაფერისად გამოიყენოს. გარდა ამისა, მოცემულია ხატვასთან დაკავშირებული ისეთი ძირითადი ცნებების განმარტებები, როგორებიცაა ფერი, ტექსტურა და ა. შ. მშობლებსა და მასწავლებლებს თავისუფლად შეუძლიათ წიგნი სახელმძღვანელოს სახით გამოიყენონ. როზა მარია კურტოს ამ წიგნის შექმნისას სკოლის მასწავლებლის გამოცდილებაც გამოადგა: ვინაიდან ის კარგად იცნობს ბავშვის სამყაროს, თანაბრად გაითვალისწინა როგორც გასართობი, ისე დიდაქტიკური ასპექტები; ილუსტრატორად მუშაობის პარალელურად, მან ჩამოაყალიბა სხვადასხვა ტიპის სახელოსნო, სადაც მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ბავშვებთან.