დაბრუნება მთავარ გვერდზე

 


 

ისტორია

 

მე-8 კლასი

 

მასწავლებლის წიგნი

 

გარკანი: რბილი

ფორმატი: 297X210 მმ

გვერდების რაოდენობა: 180

 

გრიფმინიჭებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ 2020 წელს.

 

სახელმძღვანელოს სხვა კომპონენტების მსგავსად, მასწავლებლის წიგნი შექმნილია „ახალი სკოლის“ რეფორმით გათვალისწინებული გამოწვევების შესაბამისად. იგი დაეხმარება პედაგოგებს იმ შედეგებზე გაიყვანონ მოსწავლეები, რომლებსაც მათგან ეროვნული სასწავლო გეგმა და ისტორიის წლიური პროგრამა მოითხოვს. გარდა ზოგადი მიმოხილვითი ნაწილისა და მეთოდური მითითებებისა, ჩვენი მასწავლებლის წიგნის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს წარმოადგენს თავები "სასწავლო თემების დაგეგმვა" და "მასალები მინი-ლექციებისა და დამატებითი აქტივობებისთვის".

 

თავში "სასწავლო თემების დაგეგმვა" გამოყოფილია თემატური საკითხები, რომლებიც მოიცავს მოსწავლის წიგნის ერთ ან რამდენიმე გაკვეთილს. თითოეული საკითხით განსაზვრულია, რა კონკრეტულ მიზნებს აღწევს პედაგოგი და რომელ საკვანძო შეკითხვებზე უნდა შეძლონ პასუხის გაცემა მოსწავლეებმა საკითხში გაერთიანებული გაკვეთილების გაცნობისა და საკითხისთვის განსაზღვრული კომპლექსური დავალებების შესრულების შემდეგ. თითოეულ საკითხისთვის მოცემულია რესურსები მოსწავლეებისთვის, ასევე საკითხთან დაკავშირებული მინი-ლექციების ჩამონათვალი. 

 

მასწავლებლის წიგნის თავი "მასალები მინი-ლექციებისა და დამატებითი აქტივობებისთვის" წარმოადგენს დამატებითი საგაკვეთილო მასალების კრებულს. აქ წარმოდგენილია დამატებითი ტექსტები, წყაროები და სავარჯიშოები იმ ისტორიული მოვლენებისა და კულტურული ფენომენების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკაცობრიო ცივლიზაციის შუა საუკუნეების პერიოდისთვის. პედაგოგის მიერ ამ მასალების შემოქმედებითი გამოყენება, მასში წარმოდგენილი საკითხების შესახებ მოსწავლეებთან საუბარი მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებისა და განსაკუთრებით ცნობისმოყვარე მოსწავლეთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად. მინი-ლექციების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლის წიგნის სარჩევში (იხილეთ შესაბამისი თავი).