დაბრუნება მთავარ გვერდზე

 


 

ისტორია

 

მე-8 კლასი

 

მოსწავლის წიგნი

 

გარკანი: რბილი

ფორმატი: 275X195 მმ

გვერდების რაოდენობა: 272

გრიფმინიჭებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ 2020 წელს.

მოსწავლის წიგნში საქართველოს ისტორიის საკითხები მსოფლიო ისტორიის კონტექსტშია წარმოდგენილი. ისტორიული მასალა გადმოიცემა ქრონოლოგიური პრინციპით. თითოეულ თავს წამძღვარებული აქვს საკვანძო შეკითხვები, რომლებიც გამიზნულია მთელი თავისათვის. საგაკვეთილო პროცესი ისე უნდა დაიგეგმოს და წარიმართოს, რომ მოსწავლეებს თითოეული თავის გავლის შემდეგ ეპოქასთან მიმართებით ჩამოუყალიბდეთ მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც მოცემულია ისტორიის წლიურ პროგრამასა და წინამდებარე მასწავლებლის წიგნში.  

სახელმძღვანელო აგებულია აქტიური სწავლა-სწავლების პრინციპით. მასში მოცემული ძირითადი ტექსტი, წყაროები, ცნობები და სავარჯიშოები, მოსწავლის რვეულის სავარჯიშოებთან ერთად, ქმნის გაკვეთილის შინაარსს.

სახელმძღვანელო ეხმარება მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში; დროსა და სივრცეში ორიენტირებაში, ინფორმაციის მოძიება-დახარისხებაში, პრობლემების გამოვლენასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში, დისკუსიის წარმართვაში, წერითი და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება- ჩამოყალიბებაში. ინტერნეტ-რესურსებისა და წიგნების (მოსწავლისთვის გათვალისწინებულია ცალკე თავად მოსწავლის რვეულში) გამოყენება და შემეცნებითი ექსკურსიები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესებში ჩართულობას, მოტივაციის ზრდასა და ისტორიის საგნით დაინტერესებას. 

სახელმძღვანელოს სავარჯიშოები გათვლილია სხვადასხვა დონის შესაფერისად, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.